Monday, July 17, 2017

ტრენინგის რეფლექსია

მომეწონა ინტელის ტრენინგი,ტრენერი,ელენე ბეთლემიშვილი.ვისწავლეთ როგორ უნდა ვაწარმოოთ პროექტებით სწავლება,ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მისი გამოყენების წესები,შეფასების კრიტერიუმები,ბუკლეტების შექმნა,დრაივზე მუშაობა და მისი გამოყენების დადებითი მხარე,პროექტზე მუშაობის დაგეგმვის თანმიმდევრობა.

ჩემი პროექტი

Tuesday, July 11, 2017

მოსწავლის ნიმუშის მნიშვნელობა

მოსწავლის ნიმუშის შექმნა დამეხმარება გავიგო მოსწავლეების საჭიროებები, რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მუშაობის პროცესში,როგორ დავეხმარო მათ.

ვფიქრობ, 1-ლი კლასელი მოსწავლეები შეძლებენ მათთვის ნაცნობ თემაზე ჩაწერილ შესაბამის ვიდეოზე საუბარს.მათ მიერ შექმნილი პროდუქტი განუვითარებს მოსწავლეებს მაღალ სააზროვნო უნარებს.

მოსწავლის ნიმუში


Wednesday, July 5, 2017

ჩემი იდეა

გადავწყვიტე ჩემს კლასში განვახორციელო პროექტი ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ. ჩემი აზრით, ამ პროექტის საშუალებით, ჩემს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ სწორი წარმოდგენა, ჯანსაღი კვების შესახებ. ისინი განიხილავენ სხვადასხვა საკვებს, მათ მავნებლობას და სარგებლიანობას. აგრეთვე შეარჩევენ საკუთარ მენიუს და გადაიღებენ ვიდეო რგოლებს, სადაც თანატოლებს მოუყვებიან საკუთარ შერჩეულ ჯანსაღი საკვების მომზადებაზე და სარგებლიანობაზე.

რა რჩევის მოცემა შეგიძლიათ ამ პროექტთან დაკავშირებით?